27.04.2024 | 00:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კოვიდ-19 ბავშვებსა და მოზარდებში [ვიდეო]

მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და  ენის სიწითლე, დიარეა, ბავშვებში გამოვლენილი ამ სიმტომების ერთობლიობას ახლა უკვე კონკრეტული  სახელი ჰქვია. თუმცა გასული წლის გაზაფხულზე ამ დაავადებას მსფოლიო მისტიური სინდრომის სახელით  მოიხსენიებდა. მულტისისტემური ანთების სინდრომი ევროპასა და ამერიკაში იმ მოზარდებში გამოვლინდა, რომლებსაც კოვიდ ცხრამეტით იყვნენ ინფიცირებულნი ან უკვე გამოჯანმთელდნენ. საქართველოში ასეთი შემთხვევა გასული წლის ნოემბერში დაფიქსირდა. დღემდე ახალი სინდრომის  დიაგნოზი  65 მოზარდს დაუსვეს.  ექიმები ამბობენ, რომ ამ დროს მთავარი დროული ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი მკურნალობაა, რადგან გართულების შემთხვევაში ვირუსი სისხლძარღვების  ანთებით პროცესს და გულის ფუნქციონირების დასუსტებას იწვევს.

 

იმისათვის, რომ დაავდების შემთხვევათა რაოდენობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი პედიატრები მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებენ. ნინო თოთაძის განმარტებით, პანდემიის პერიოდში აუცილებელია პირბამდე  უფროსების მსგავსად ბავშვებმაც ატარონ. პედიატრის თქმით, 6 დან 12 წლის ასაკის  ბავშვებმა,  როგორც სეირნობისიას, ასევე ხალხმრავალ ადგილებში ნიღაბი აუცილებად უნდა გაიკეთონ, რადგან მულტისისტემური ანთების სინდრომი თავიდან იქნეს აცილებული. პროფესორი რეკომენდაციას საბავშვო  პირბადეებს უწევს, რადგან მოზარდის  სახეზე კარგად არის  მორგებული  და მაქსიმალურად ამცირებს დაავადების გავრცელებას.

 

რამდენიმე თვის წინ პროფესორები თუ  ფიქრობდნენ, რომ ბავშვებში კორონა ვირუსი რთულად არ ვითარდებოდა, ახლა ეს მოსაზრება შეიცვალა. გიორგი ფხაკაძის განმარტებით, ჩატარებული კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ვირუსმა შესაძლოა იგივე ზიანი მიაყენოს პატარებს, რამდენსაც მოზრდილ ადამიანებს. ამიტომაც პროფესორი პირბადის ტარების რეკომანედაციას 18 თვიდანვე გასცემს.

დღის გადაცემები