27.04.2024 | 04:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეუფე სტეფანე - ჭყონდიდის ეპარქიაში ეკლესიის მიმართ წარმოებული ამბოხი ჩაცხრა [ვიდეო]

ჭყონდიდის ეპარქიაში ეკლესიის მიმართ წარმოებული ამბოხი ჩაცხრა - ამის შესახებ  წაჩხურუს მონასტერში ქადაგებისას მეუფე სტეფანემ განაცხადა. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მღვდელმთავრებისა და მონაზვნების განკვეთას წინ მათი დაუმორჩილებლობა უძღვოდა.  მიზანმიმართულად   ლოცვებში არ იხსენიებდნენ პატრიარქს და ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას დირექტივებს პირდაპირ ასრულებდნენ.

 

ჭყონდიდისა და მარტვილის მთავრეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ ეპარქიაში დაძაბული ვითარება ხელოვნურად შეიქმნა. მეუფე სტეფანემ ქადაგებისას თქვა, რომ  დედა სოსანა მონასტრის გარეთ არავის დაუტოვებია და დეტალურად განმარტა, თუ როგორ იგეგმებოდა პროვოკაციული ქმდებები იმისთვის, რომ მრევლი შეცდომაში შეეყვანათ.  მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედა სოსანა წვიმაში, მთელი ღამის განმავლობაში მონასტრის კართან იდგა.

 

ჭყონდიდის ეპარქიის  მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მისამართით დაწყებული,  ბრალდებებისა და გაჩაღებული ბრძოლის საპირისპიროდ, მრევლი და საზოგადოების დიდი ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს. მათი შეფასებით, ეკლესიაზე შეტევა ახალი არა არის და ფიქრობენ, რომ გარკვეული ჯგუფები ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ.  გამოსავალს მრევლი გაერთიანებაში ხედავს.

 

ამბოხი ჩაცხრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები მოგვარდა. ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ პროცესებზე წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს. საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქები სავარაუდოდ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შეიკრიბებიან.  

დღის გადაცემები