27.04.2024 | 01:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვაშლიჯვარში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებმა პეტიცია შეიმუშავეს [ვიდეო]

ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ზონის მიმდებარე ტერტიორიაზე მცხოვრებლებმა დედაქლაქის მერიას პეტიციით მიმართეს. მოსახლეობამ 5 პუნქტიანი დოკუმენტი  შედგინა, რომელსაც  ხელს 5000-მდე ადამიანი აწერს. ადგილობრივების  მოთხოვნაა რაც შეიძლება მალე შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შეისაწავლის. მოქალაქები ასევე მოითხოვენ, აიკრძალოს როგორც მშენებლობა, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა მეწყერული ზონის მიმდებარე  ტერიტორიაზე. მოსახლეობა მერიისგან მიმდინარე პროცესებზე ყოველდღიურ კომუნიკაციას და ინფრომირებას ითხოვს.

 

მოქალაქეების მოთხოვნას წერილობით უპასუხეს  თბილისის მერიაში. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყების  წარმომადგენლები მზად არიან, ვაშლიჯვრის მოსახლეობას, რომელიც კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყერის შესასწავლად ექსპერტთა ალტერნატიული ჯგუფის შექმნას ითხოვეს,  ნებისმიერ დროს შეხვდნენ.

 

ვაშლიჯვარში უზარმაზარი ნაპრალის აღმოჩენის შემდეგ თბილისის მერიამ პროცესში გერმანელი ექსპერტები ჩართო. ქართველი და უცხოელი სპეციალისტების აზრით კი იწის მოწყვეტილი მსასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას და მეწყრულ პროცესებთან ერთად დამანგრეველი ეფექტი იქონიოს.

დღის გადაცემები