23.04.2024 | 12:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს. ამ დროისთვის სულ 710 ბაღია შემოწმებული.  როგორც  შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები. მისივე თქმით, ბაგა-ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, აჭარის რეგიონის გარდა, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის დაცვითაც განაახლებენ ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს.

დღის გადაცემები