27.04.2024 | 02:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მთავრობის დადგენილებით სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა [ვიდეო]

დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები ამოქმედდა. გამწვავებული ეპიდვითარების გამო, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით,პირბადის ტარება სავალდებულოა ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისი ობიექტი დაილუქება“,-განაცხადა ღიბრაძემ.

 

დღის გადაცემები