27.04.2024 | 04:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეუფე სტეფანემ მონაზვნების ნაწილი მონასტრიდან გარიცხა [ვიდეო]

მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე, მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა  მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა. შესაბამისი ბრძანება ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ბრძანებით, ორივე მათგანი სინანულისათვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდა. ეპარქის ხელმძღავნელის ამ გადაწყვეტილებას, გუშინ საპატრიარქოსთან პეტრე ცაავასა და მისი თანამაზრეების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობა უძღოდა წინ, რომელშიც ეპარქიიდან გარიცხული მონაზვნებიც მონაწილეობდნენ.

დღის გადაცემები