27.04.2024 | 00:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნინო ლომჯარიას შერჩევითი მიდგომები [ვიდეო]

მაშინ, როცა ქყვეყანაში ათასობით პატიმარია და უამრავი ადამიანი უსამართლო გადაწყვეტილებებს ებრძვის, სახალხო დამცველმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი  ლიდერი დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. არის თუ არა სახალხო დამცველის ეს ნაბიჯი  ორმაგი სტანდარტი - კითხვაზე  ნინო ლომჯარიამ არ გვიპასუხა. თუმცა იქამდე სანამ დამნაშავე სააკაშვილის თანაგუნდელის, ბრალდემული მელიას დასაცავად გამოჩნდებოდა, ეკლესიის მიმართ ნეგატიური კამპანიისა და არაერთი ცილისმწამებლური განცხადების მიუხედავად მას  პატრიარქის ინტერესების დაცვისათვის მზაობა არ გამოუთქვამს. "ობიექტივის" შეკითხვებს ნინო ლომჯარიას აპარატი არ პასუხობს. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ  სახალხო  დამცველის ინტერესში არ შედის კომენტარის გაკეთება იმ ტელევიზიასთან ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს არ ატარებს.


ნინო ლომჯარიას მიერ  ნიკა მელიას ციხეში მონახულებას "ქართული ოცნების" წევრები აკრიტიკებენ. უმრავლესობის დეპუტატებმა სახალხო დამცველს "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი უწოდეს და  კომპეტენციაც დაუწუნეს. როგორც სჩანს დაავიწყდათ რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით დაინიშნა. 

ნინო ლომჯარიას პრინციპები მიუღებელი და გაუგებარია ყოფილი სახალხო დამცველისთვის. ნანა დევდარიანი ამბობს, რომ პირველი უფლებადამცველი უნდა რეაგირებდეს მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილების  აღსრულება არ ხდება.


სახალხო დამცველის მუშაობის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.  სწორედ მასსა და ნინო ლომჯარიას შორის გააკეთა 2017 წელს არჩევანი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ". 


ნინო ლომჯარია არის საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო შერჩევითი სამართალ დამცველი - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახალხო დამცველის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ექსპერტი ფიქრობს, რომ სამარცხვინოა ომბუდსმენის აპარატი თვეში ბიუჯეტიდან 34 ათას დოლარს მხოლოდ შენობის ქირისთვის იღებდეს,  სანაცვლოდ  კი მისი სამსახური მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" იცავდეს.

დღის გადაცემები