27.04.2024 | 04:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მოქალაქეები, რომლებსაც  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, ბინაზე აცრას შეძლებენ [ვიდეო]

მოქალაქეებს, რომლებსაც  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID - 19-ის საწინააღმდეგო აცრა  ბინაზე უტარდებათ. დღეს  ვაქცინაცია 15-მდე პირს ჩაუტარდება. აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74 პაციენტმა ისარგებლა. სერვისის მიღების მიზნით მოქალაქემ ცხელ ხაზზე - 15 22-ზე  უნდა დარეკოს. შეტყობინების შემდგომ, დოზების დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან. აჭარაში ამ დროისთვის ერთჯერადად  - 161 846 მოალაქეა აცრილი, მათ შორის სრულად ვაქცინირებულია - 58 477 პირი.

დღის გადაცემები