27.04.2024 | 00:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საიამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა [ვიდეო]

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხ წლიანი მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ანგარიში 2016 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში არაერთი ხარვეზი გამოავლინეს.

„პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა გაზრდილია. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული. ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და შაბლონურია. ასევე, როცა საქმის გადახედვა ხდება, ესეც ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს და უმეტესწილად იგივე გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. ასევე საგულისხმოა, რომ პატიმრობისა და გირაოს გარდა, იშვიადად ხდება სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

 

მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადები ჭიანურდება და არაგონივრულად დიდ ვადაში განიხილება საქმეები მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხანგრძლივი ვადა საჭირო არც კი იყოს საჭირო. ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად დადებითად გამოიკვეთა ის, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა“,-განაცხადა სიმონიშვილმა.

დღის გადაცემები