27.04.2024 | 00:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - თითოეული ჩვენგანი შეძრული და დამწუხრებულია, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო! [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი  ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. ირმა ინაშვილი  სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მეხანძრე მაშველების გმირობაზე საუბრობს.

"თითოეული ჩვენგანი შეძრული და დამწუხრებულია, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო!
ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს გარდაცვლილთა სულები. ვერ ვპოულობ სათანადო სიტყვას მათი ოჯახის წევრების სანუგეშებლად. ყოველი ადამიანი შეუცვლელია მისი ოჯახისთვის და მისი ქვეყნისთვისაც.
ბავშვები განსაკუთრებული ტკივილია.
ჩვენ ვნახეთ: თავდაუზოგავად, თავგანწირულად იშრომეს და იბრძოლეს მაშველებმა,- ნანგრევებში დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად, რაც დასაფასებელია... ამ ხალხს დაეყრდნობი.
იმედი მაქვს, ეს ფაქტი- ბათუმის ტრაგედია ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს"- წერს ირმა ინაშვილი.
დღის გადაცემები