27.04.2024 | 06:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პრობლემები [ვიდეო]

საქართველოში ტაქსის მომსახურების ტარიფი, კოვიდ სტატისტიკასთან ერთად გაიზარდა,  მას შემდეგ რაც ქვეყანაში ე.წ ლოკდაუნი მეორედ გამოცხადდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის გაურკვეველი ვადით გაჩერდა  გადაადგილების ერთადერთ საშუალებად სწორედ ტაქსი დარჩა, თუმცა უსახსროდ და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს გადაადგილების ეს საშულება ყოველდღიურობას ვერ უმსუბუქებს და მათთვის, ტაქსის სერვისზე დაწესებული მაღალი ტარიფები მიუწვდომელია. ქეთევან სალთხუციშვილი სამუშაო ობიეტამდე მისასვლელად დღეში ფეხით კილომტრებს გადის, ამბობს, რომ ხელისუფლებამ ტრანსპორტის გაჩერებით მოსახლეობას კრიზისი კიდევ უფრო დაუმძიმა.

 

ჩვენი რესპონდენტის მსგავსად საქალაქთშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ მოქალაქეები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ადამიანებისტვის დამატებითი დაბრკოლება აღმოჩნდა.

 

თითქმის ორი თვეა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა ელექტრონულ ტაბლოზე მხოლოდ დროს და ჰაერის ტემპერატურას ნახავთ. ცარიელია მგზავრთა მოსაცდელებიც - მთავრობა დუმს და გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. მმართცელ პარტიაში ტრანსპორტის აღდგენის საკითხს უახლოეს მომავალში არ განიხილავენ.

დღის გადაცემები