26.04.2024 | 23:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"მწვანე ზონა" - რესტორატორთა ასოციაცია ახალ პროექტს აჟღერებს [ვიდეო]

"რესტორატორთა ასოციაცია" ახალი ინიციატივით გამოდის. პროექტი "მწვანე ზონა", განხორციელების შემთხვევაში, შეზღუდვების გარეშე ოპერირების საშუალებას იძლევა. შოთა ბურჯანაძის განმარტებით, სპეციალურად შექმნილ პორტალზე, ის ადამიანები შეძლებენ რეგისტრაციის გავლას, რომლებიც ორჯერ აცრილნი არიან, ჩატარებული აქვთ პისიარი ან სწრაფი ტესტი, ასევე, ვირუსის გადატანიდან 6 თვეა გასული. მისი თქმით, სასურველია რესტორნები, რომლებიც „მწვანე ზონის“ პროექტში ჩაერთვებიან, დროში ლიმიტისგან გათავისუფლდნენ.  შოთა ბურჯანაძე,  აღნიშნული ინიციატივასთან დაკავშირებით, მთავრობის წარმოადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. რესტორატორები იმედოვნებენ, რომ პროექტს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, რაც სარესტორნო ბიზნესის ჯანსაღად და აქტიურად ფუნქციონირებას შუწყობს ხელს.

დღის გადაცემები