27.04.2024 | 01:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა [ვიდეო]

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე  ზაზა გახელაძის  დაუყოვნებლივ გათავისუფლების საქმეში დასავლელი დიპლომატების გააქტიურება  მოითხოვა. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე.

დღის გადაცემები