27.04.2024 | 00:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კომენდანტის საათი და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები [ვიდეო]

ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ყოფნის აკრძალვა,დროის გარკვეულ მონაკვეთში რომელიც, როგორც წესი  საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ცხადდება, ქვეყანაში უკვე სამი თვეა გრძელდება.  საქართველოში რამდენიმე დღეა შეზრუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა თუმცა ძალაში დარჩა ე.წ კომენდანტის საათი, რომლის თანახმამდაც ადამიანები იძულებულნი არიან საღამოს 9 საათზე დანიშნულების ადგილზე იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის სანქცია 2000 ლარს შეადგენს, ის ადამიანები კი რომელთა  სამუშაო დრო,  ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივდება იძულებულნი ხდებიან დანიშნულების ადგილამდე სიჩქარის გადაჭარბებით მიაღწიონ -  სწორედ ამ მიზეზით ქვეყანაში რამდენიმე თვეა გახშირდა ავტო საგზაო შემთხვევები.

 

ქვეყანაში რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, ადასტურებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი კვლევას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში  2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

9 საათის შემდეგ ქვეყანა პაუზდება და  შესაბამისად ჩერდება საქართველოს  ეკონომიკა. კომენდანტის საათის უარყოფითი მხარე მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევები არ აღმოჩნდა. ფუნქცია დაკარგული შეზღუდვა ადამიანებისთვის დამატებითი ტავსატეხია, უსახსრობა და სიდუხჭირე მოქალაქეებს გახანგრძლივებულმა რეგულაციამ  კიდევ უფრო დაუმძიმა. მოქალაქეები მთავრობის მორიგ წინდაუხედავ ნაბიჯს აკრიტიკებენ და განმარტავენ, რატომ უნდა გაუქმდეს კომენდანტის საათი.

დღის გადაცემები