27.04.2024 | 02:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება [ვიდეო]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება.

თვმდომარეობის სურვული სულ 11-მა პირმა გამოთქვა, აქედან 8 გადავიდა გასაუბრებაზე, სამს უარი გაურკვეველი საბუთების გამო ეთქვა. გასაუბრების პროცესის დასრულება ხვალაა დაგეგმილი და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.

ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი გაივლიან.

ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ელზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.

დღის გადაცემები