27.04.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსთაველების ხუმრობა - „გააღე ფანჯარა - სუფთა ჰაერი შემოუშვი!“ [ვიდეო]

პრობლემა, რომელიც ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ცენტრის მოსახლეობას წლებია  აწუხებს  ყოველდღიურად მწვავდება.  მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჰაერის დაბინძურების საკითხის მოგვარების პირობას დებს, ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. "გავიგუდე"-ს აქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძე პარლამენტისგან მოითხოვს, დასახელდეს  გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონს და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების ზუსტი თარიღი.  

 

ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს თინათინ მაღედანი. აქტივისტი აღნიშნავს, რომ  130 000 მეტი  ადამიანი,  საწარმოების გაუმართაობის  და არაკეთილსინდისიერი წარმოების გამო 365 დღიდან  281 -ს  ცუდ ან ძალიან ცუდ ჰაერს სუნთქავს. მაღედანი პარლამენტს იმ კანონპროექტის დამტკიცებისაკენ მოუწოდებს,  რომელსაც  წინა  მოწვევის პარლამენტმა მხარი ორი მოსმენით უკვე დაუჭირა.

 

კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვს გივი შანიძეც.  რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტის განცახდებით ეკოლოგია უალტერნატივოა,  მასზე ზრუნვა კი ყველაზე კარგი საქმიანობა, რადგანაც სწორედ სუფთა გარემოზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

 

საწარმოების უპაუსხისმგებლობას  აპროტესტებენ რუსთაველი ახალგაზრდებიც, მათი განცახდებით ადგილობრივების ყოველი დილა დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით იწყება. შეღამებისას კი ქალაქს ქარხნების გამონაბოლქვისგან ფიგურულად გამოკვეთილი შავი ღრუბლები ეფარება. ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ  ინდუსტრიული ქალაქის მოსახლეობაში ონკოლოგიურმა დაავადებებმა იმატა.

„გააღე ფანჯარა - სუფთა ჰაერი შემოუშვი“ - ეს ფრაზა რუსთაველების საყავარელ ხუმრობად იქცა.

დღის გადაცემები