27.04.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საზოგადოება ეკლესიის მხარდასაჭერად ერთიანდება [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსი" საზოგადოებას, ეკლესიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აქცია 4 ივლისს, 15 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ არის დანიშნული. მიტინგზე იწვევენ ყველას, ვინც ნდობას უცხადებს ეკლესიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ვისთვისაც მიუღებელია ცილისმწამებლური კამპანია ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. მოწოდებას პატრიარქის ნათლულები და მათი ოჯახები უერთდებიან. "ობიექტივთან" საუბარში ისინი ამბობენ, რომ სულიერ მამას თანადგომას გამოუცხადებენ და 4 ივლისის აქციას შვილებთან ერთად დაესწრებიან.

4 ივლისს დაგეგმილი აქციის შესახებ უკვე იცის დედაქალაქის მოსახლეობამ. მოქალაქეები "ობიექტივის" "ნამდვილ ამბებთან" ქვეყნის შიდა მტრებზე ღიად საუბრობენ და ერთადერთ ეროვნულ ძალად "პატრიოტა ალიანსს" ასახელებენ. სწორედ ამ მიზეზით, მოსახლეობა ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, აქციას შეუერთდება და კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მხარდაჭერას ეკლესიას.  

დღის გადაცემები