27.04.2024 | 01:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩავარდნილი მართლმსაჯულების პრობლემა [ვიდეო]

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში წარმოადგინა, სადაც გაანალიზებულია რამდენად მოხდა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება. ორგანიზაციებმა: ღია საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, სამართლიანმა არჩევნებმა და საქ. დემოკრატიულმა ინიციატივამ პუნქტობრივად გაანალიზა დოკუმენტში დადებული პირობების შესრულება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. ორგანიზაციების შეფასებით, მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

გარდა ამისა,ა  რასაკმარისი აღმოჩნდა საარჩევნო რეფორმისთვის გადადგმული ცალკეული ნაბიჯები. შეთანხმების მიუხედავად დღემდე ვერ შეიქმნა ევროპის პარლამენტთა ფორმატი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 16 კომიტეტიდან 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაეთმო.

საარჩევნო რეფორმის მოკლევადიანმა მიზანმა უპასუხოდ დატოვა ძირეული პრობლემები სამართლიანი არჩევნების მიმართულებით. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრებოდა,რომელმაც 19 აპრილის შეთანხმებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

დღის გადაცემები