27.04.2024 | 01:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დღეს დიდი ხუთშაბათია [ვიდეო]

სამების საკათედრო ტაძარში  დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მეუფეებთან ერთად აღავლენს.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.მანამდე  კი სამების ტაძარში  ღვთისმსახურება   დილიდან ტარდება და   მრევლს  ქადაგებით  პატრიარქის თანამოსაყდრემ მიმართა.

დღის გადაცემები