27.04.2024 | 03:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქოში ეხმაურებიან [ვიდეო]

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს საპატრიარქოში ეხმაურებიან. მღვდელმთავრები ოფიციალურ წერილს აქვეყნებენ.

"მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით,"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის გადაცემები