26.04.2024 | 23:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოში 15 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავა დაკავებულია [ვიდეო]

საქართველოში 15 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავა დაკავებულია. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადაციას ელოდება. წინასწარი ინფორმაციით, ის უკრაინაში რუმინთიდან ყალბი პასპორტით შეღწევას ცდილობდა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი 9 საქმეზე, მათ შორის „ციხის ბუნტის,“ ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილება მას უკვე ჩაბარდა. უკრაინელმა  სამართალდამცავებმა სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა 2017 წლის ნოემბერშიც დააკავეს. იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი იყო, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კი 2013 წლიდან იძებნებოდა. სასტიკ დანაშაულებებში მონაწილე და ბრალდებული სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და დახმარებისთვის სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავს. აღსანიშნავია რომ მეგის ქარდავა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა მოგვიანებით კი ასევე არაერთ დანაშაულში მხილებულმა ექსპრეზიდენტმა დამნაშავე ქარდავასთან ნაცნობობა უარყო. 

დღის გადაცემები