27.04.2024 | 00:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს [ვიდეო]

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი  დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად,  დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს  ფიზიკურად უსწორდებოდნენ და  ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ. ამავე  ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ  ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. ასევე, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ადგილი ჰქონდა მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარასაც. საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის გადაცემები