26.04.2024 | 23:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში [ვიდეო]

ნინოწმინდის პანსიონმა ფუნქციონირება 2004 წელს ერთ პატარა შენობაში, რამდნიმე აღსაზრდელით დაიწყო. აღმზრდელობითი დაწესებულება, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სხალთის მთავარეპიკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ზესტაფონიდან ნინოწმინდაში გადაიტანა. მალევე ამ სივრცეში ცხოვრების მეტი მსურველი გამოჩნდა და დღის წესრიგში პანსიონატის გაფართოება დადგა. საპატრიაქროს დაფინანსებითა და მეუფის ძალისხმევით, 2011 წლიდან აღმზრდელობითი პროცესი ახალ შენობაში მიმდინარეობს.

პანსიონატში ამჟამად 3-დან 20 წლამდე ასაკის 61 ბავშვი ცხოვრობს. ყველას ისტორია განსხვავებულია. უმრავლესობის ერთადერთი თავშესაფარი, წლებია ეს სივრცეა. ნაწილს  ოჯახის დატოვება და აქ გადმობარგება სიდუხჭირის გამო მოუწია.

 

პატარებისთვის განკუთვნილია ოთხჯერადი კვება. მოზარდებისთვის ოჯახური გარემოს შექმნას 30 მდე აღმზრდელ-პადაგოგი ცდილობს. ყველას ხასიათი ზედმიწევნით იციან და ცდილობენ ნიჭის გამოვლენაში მაქსიმალურად დაეხმარონ.

პანსიონატში ორი ეკლესიაა, სადაც წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ტარდება. შაბათ-კვირას და სადღესდასწაულო დღეებში ღვთისმსახურებაზე დასწრებისა და ზიარების შესაძლებლობა ყველას აქვს.

 

პანსიონატს ხშირად სტუმრობს სხალთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონი. ბავშვები სტუმართმოყვარეობითა და სიხარულით ხვდებინ სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩასულ სასულიერო პირებს.

აღმზრდელებს საამაყო ბევრი აქვთ. პანსიონატმა დღეს უკვე სხვადასხვა სფეროში წარმატებული არაერთი ბავშვი აღზარდა.

 

 

 

დღის გადაცემები