27.04.2024 | 00:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი" მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდასაჭერად, 4 ივლისს, აქციას გამართავს [ვიდეო]

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" უპრეცენდენტო რაოდენობის თანამოაზრეებთან ერთად, მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდასაჭერად აქციებს იწყებს.  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,  რის გამოც პარტია მოსახლეობასთან ერთად   4 ივლისს, ოპერის თეატრის მიმებარე ტერიტორიაზე, 15:00 საათზე შეიკრიბება, ის ცილისმწამებლური კამპანიაა, რომელიც  ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია  დაიწყო. 

მოსახლეობა, რომელიც აქციაზე მისასვლელად უკვე ემზადება, უნდობლობას უცხადებს სახალხო დამცველს. მიიჩნევენ, რომ ნინო ლომჯარია ეკლესიის წინააღმდეგ გამძაფრებულ ბრძოლაში ერთ-ერთი აქტიური ფიგურაა. აქციის მხარდამჭერთა რიგებში იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დაანოსნებულ შეკრებაზე ახალგაზრდა თაობის უპრეცენდენტო რაოდენობა შეიკრიბება.

მოქალაქეები "ობიექტივთან"  საუბარში აღნიშნავენ, რომ ერის სულიერი მამისა და სასულიერო პირების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია თითოეული მორწმუნის  შეურაცხყოფაა.

დღის გადაცემები