27.04.2024 | 01:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნინო ლომჯარიას ანგარიში - დარღვევები პენიტენციურ სისტემაში [ვიდეო]

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოქცევის გახშრებული ფაქტები და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულებების არაეფექტიანი გამოძება - ამ საკითხებს სახალხო დამცველმა 2020 წლის ანგარიშში მნიშნელოვანი ადგილი დაუთმო.  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა  დაცვის მდგომარეობის შესახებ 486 გვერდიან დოკუმენტში  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეცაა საუბარი. ომბუდსმენი შეფასებით არჩევნების დროს  ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი და ძალადობრივი ფაქტები დაფიქსირდა. ნინო ლომჯარიას მიიჩნევს, რომ საგანაგაშოა ბოლო პერიოდში ქალთა და ბავშთა მიმართ გახშირებული  ძალადობრივი ფაქტები.

ომბუდსმენის მრავალგვერდიან ანგარიშში ყურადღება შრომითი უფლებების დარღვევაზეც გამახვილდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ  პანდეემის პერიოდში  სამედიცინო მედპერსონალს სამუშაო საათები 40 საათამდე გაიზარდა და მათი თვიური ანაზღაურება  500 ლარზე ნაკლებია. სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლბები რომ დარღვეულია ამაზე პროფკავშრებში ხშიარდ საუბრობდნენ. ირაკლი ამირანაშვილის განმარტებით, ქვედა რგოლში  ექთნებისა და სანიტრების ხელფასი 150 ლარს არ სცილდება, რაც სახელმსიფოს უმოქმედებაზე მიუთითებს.

დღის გადაცემები