27.04.2024 | 02:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძე - მოსახლეობა სრულად უნდა იყოს ინფორმირებული მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ [ვიდეო]

დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული თბილისის მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ. აღსანიშნია, რომ თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტის მთავრობის შვიდივე პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები, რომლის მიზანია, მერიის მიერ განხორციელებული პროექტების, ასევე, წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ მოსახლეობის სრული ინფორმირება. ურბანული განვითარების მიმართულებით ბოლო სამი წლის აქტივობების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

დღის გადაცემები