27.04.2024 | 03:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104-ე წელს ზეიმობს [ვიდეო]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104-ე წელს ზეიმობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე საზოგადოებას ამ დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტი დღემდე ქართულ საქმეს ემსახურება.  1918 წლის 8 თებერვალს, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებით, ქართულ საზოგადოებაში არა მხოლოდ განათლების უმნიშვნელოვანესი კერა გაჩნდა, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას ჩაეყარა საფუძველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების თარიღთან დაკავშრებით შენობის ფოიეში  უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა. ექსპოზიციაში განთავსდება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელიც  საქართველოში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისა და შედგომი განვითარების საინტერესო ინფორმაციას ასახავს. უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი განაახლებს არქეოლოგიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. მნახველისთვის გამოიფინება ფონდებში დაცული ექსპონატები.

დღის გადაცემები