26.04.2024 | 23:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება [ვიდეო]

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. 14 აპრილს ქვეყანაში 1990 წლიდან აღნიშნავენ. 44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩაიშალა გეგმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის შეცვლას გულისხმობდა. 1978 წლის 14 აპრილს გეგმის სისრულეში მოყვანას სტუდენტები მანიფესტაციით დაუპირისპირდნენ. მოსკოვი საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას აპირებდა. სწორედ ამ მანიფესტაციების შედეგად საქართველოს ქართული ენა, სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად სხვადახვა ღონისძიებები იმართება. წიგნის მოყვარულებს დედაენის ბაღში შეეძლებათ სხვადასხვა გამომცელების მიერ გამოცემული წიგნების შეძენა. გამოფენა-გაყიდვა 12 საათზე დაიწყო და 7 საათამდე გაგრძელდება.

დღის გადაცემები