27.04.2024 | 06:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მართლსაჯულების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები [ვიდეო]

სისხლის სამართლის მართლსაჯულების სისტემაში განსაზღვრულ რეფორმაზე, რომელიც პროკურორსა და გამომძიებლის საპროცესო უფლება-მოვალეობების გამიჯნვას შეეხება, მთავარ საგამოძიებო უწყებაში იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროების, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურების  წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმის თანახმად პროკურორი იქნება საპროცესო ზედამხედველობის და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი და ის აღარ იქნება  გამოძიების წარმმართველი და გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე. რეფორმის კონცეფცია ვენეციის კომისიის მიერ დადებითად არის შეფასებული.

დღის გადაცემები