26.04.2024 | 23:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარტვილის ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის ხატის უზუსტესი ასლი ჩაბრძანდა [ვიდეო]

დიდი მარხვის  პირველი კვირის მიწურულს   მარტვილის ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის ხატის უზუსტესი ასლი ჩაბრძანდა. აღსანიშნავია, რომ ივერიის ღვთისმშობელი ხატმებრძოლეობასთან გამარჯვების სიმბოლოა. მარტვილის სამონასტრო კომპლექსში  ივერიის ღვისმშობლის ზუსტი ასლი  „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით ჩაბრძანდა. პარტიის თავმჯდომარის დავით თარხან მოურავის  ინიცატივითა  და ათონელი ბერების  დახმარებით ღვთისმშობლის ხატი  ათონიდან ჩამობრძანდა და   ის მარტვილის მონასტერში 1 კვირის განმალობაში იქნება დაბრძანებული.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მართლმადიდებლობის ზეიმს 15 ეპარქიის მღვდელთმთავარი, მონაზვნები და მღვდლები ესწრებოდნენ. სასულიერო პირები  ჭყონდიდის ეპარქიაში  ივერიის  ღვთისმშობლის  ხატის უზუსტესი ასლის  მოსალოცად და მეუფე   სტეფანესთვის თანადგომის ნიშნად ჩავიდნენ.  

მართლმადიდებლობის ზეიმმა მარტვილში სიმბოლური ხასიათი შეიძინა. ღვთისმშობლის ხატის მოსალოცად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საკათედრო ტაძარში გაერთიანდა.

დღის გადაცემები