27.04.2024 | 01:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იძულებითი ქორწინება ეთნიკურ უმცირესობებში [ვიდეო]

21-ე საუკუნის საქართველო და იძულებითი ქორწინება.  11 წლის გოგოს და 15 წლის ბიჭის ნიშნობის კადრები, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.  ინფორმაციის ნაკლები ხელმისაწვდომობა, თუ კანონის არასათანადო სიმკაცრე? ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე, სპეციალისტები საუბრობენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს იმ სისტემური გამოწვევის შედეგად მიიჩნევს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი რეაგირების მიუხედავად, ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ქვეყანაში კვლავ აქტუალური რჩება. მიზეზად თამთა მიქელაძე ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგინებში სერვისებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს. "იემსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი საჭიროდ და აუცილებლად  მიიჩნევს სოციალური სამსახურის,  კულტურული და საგანმანათლებლო მუშაობის გაძლიერებას.

დღის გადაცემები