27.04.2024 | 05:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საეკლესო წესების  დაუმორჩილებლობის გამო ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დედა  სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა [ვიდეო]

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა, ეპარქიის რეზიდენციაში მდებარე, დედათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია სოსანას უფლებამოსილება შეუჩერა და უზიარებლობით დასაჯა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მონაზონს ამგვარი უფლებამოსილება არც ჰქონია და სასულიერო თანამდებობა მან თვითნებურად, მისი წინამორბედისგან ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე იანდერძა. იმის მიუხედავად, რომ მეუფე სტეფანემ მას თათბირისას საეკლესიო კანონი დეტალურად განუმარტა, მონაზონი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მის მიერ დასმული კრიტიკული კითხვებია. აღსანიშნავია, რომ მეუფე მონაზონს საეკლესო წესების  დაუმორჩილებლობას ედავება. კერძოდ: როგორც ცნობილი ხდება, (და ამას გავრცელებულ ვიდეოში, თავად დედა სოსანაც ადასტურებს) პატრიარქის მიმართ, პეტრე ცაავას მხრიდან გამოთქმული ცრუ ბრალდებების შემდეგ, ის პატრიარქს ლოცვებში არ მოიხსენიებს. 

 

 სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს აღნიშნული ვიდეოს ნაწილი კონტექსტის გარეშე, რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კვლავ ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. თუმცა მათთვის ვინც, ამ ვიდეოს სრული ვერსია იხილა, ნათელია რომ მეუფე სტეფანემ, მონაზონ სოსანას საეკლესიო კანონი მრავალგზის განუმარტა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მონაზვნებთან პეტრე ცაავას და მისი გარემოცვის მიერ დამკვიდრებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიაში შფოთის შეტანის და  პროტესტანტული წესის დამკვიდრების უფლება არავის აქვს.

 

ჭყოდიდის ეპარქიაში მიმიდინარე პროცესები თეოლოგების შეფასების საგანი გახდა. „ობიექტივთან“ საუბარში განმარტავენ, რომ მონაზვნის თვითნებური გადაწყვეტილება, პატრიარქის ლოცვაში არ მოხსენიებასთან დაკავშრებით, წინააღმდეგობაში მოდის საეკლესიო კანონიკასთან და შეუსაბამოა ქრისტიანული თვალსაზრისითაც.

დღის გადაცემები