27.04.2024 | 05:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოლიცია ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებს

პოლიცია ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებს. ოჯახი კი ტერორისტული აქტის ბრალდებით ძებნილს მშობლიურ სოფელში ელოდება. საჯაროდ დადებული პირობის შესაბამისად, ესებუა, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ოფიციალურად ერთადერთი მონაწილეა, თბილისიდან სამეგრელოში დღეს უნდა დაბრუნდეს. ამ სცენარით მოვლენების განვითარებას მძიმე დანაშაულში მხილებულის მშობლები უკვე მესამე დღეა აანონსებენ. პირველი ვერსიით, 21 ოქტომბერს სამკურნალოდ წასულ ყოფილ სამხედროს ბრალდებებზე განმარტებები გუშინ უნდა გაეკეთებინა. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარის გაკეთებას ერიდებიან. კიდევ ერთი ნათესავი ნუგზარ ესებუა ამბობს, რომ ბადრი ესებუას ფილტვების პრობლემა ჰქონდა და თავის დროზე სამხედრო სამსახური ამის გამო მიატოვა. რაც შეეხება ოჯახში იარაღის ქონას, ნუგზარ ესებუა ამბობს, რომ ოჯახში გაფორმებული იარაღი ექნებოდათ. 

დღის გადაცემები