27.04.2024 | 04:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სიმართლე ყოველთვის, ყველგან, ყველაფერზე! - "ობიექტივი" იუბილარია [ვიდეო]

სიმართლე ყოველთვის, ყველგან, ყველაფერზე! - მაუწყებლობის აღდგენიდან დღემდე, ეს სიტყვები ტელეკომპანია "ობიექტივის" სავიზიტო ბარათად იქცა. ზუსტად 11 წლის წინ, დახურული სატელევიზიო-რადიო მაუწყებლობა განახლდა და მალე, ტელევიზია ჩვეულ რეჟიმსაც დაუბრუნდა.

დღეს "ობიექტივის" დაბადების დღეა. ამ ხნის მანძლზე იყო ბევრი დაბრკოლება, სირთულე, კრიზისი, თუმცა ობიექტივის დიდი ოჯახი მაყურებლისთვის ნამდვილი ამბების ოპერატიულად  მიწოდებას   24 საათიან რეჟიმში მაინც ახერხებდა და ახერხებს. 

 

ტელეკომპანია "ობიექტივმა" საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი როლი არაერთხელ იტვირთა. მაუწყებლობის რთული გზა 2003 წლიდან საეთერო სიხშირის ჩამორთმევით დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ თავისუფალი სიტყვა მაშინ, ძალის გამოყენებით ჩაახშო, თუმცა  სიმართლეს ყოველთვის ყველგან და ყველაფერზე ვერ დაუპირისპირდა. რადიო მაუწყებლობა, გადაცემები ქუჩაში პროექტორზე, ეთერი ინტერნეტში მწირი ტექნიკით და რესურსით მზადდებოდა.  ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს დღესაც საზოგადოების სამსახურში ყოფნას განაგრძობენ.

დღის გადაცემები