26.04.2024 | 22:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიფ ფეიკი - საშიშროება თანამედროვე სამყაროში [ვიდეო]

თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ რომ ამ საშობაო მიმართვას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი პირი დედოფალი ელისაბედ მეორე უძღვება. საქმე უფრო რთულადაა და სახეზეა თანამედროვე ტექნოლოგიების ნიმუში, რომელიც 21 საუკუნის სამყაროს იპყრობს.  ე.წ დიფ ფეიკი, რომელიც სიტყვა სიტყვით რომ ვთარგნოთ ღრმა სიყალბეს ნიშნავს, სინამდვილეში დიდი სართხის მატარებელია, იმდენად რამენადაც, პროგრამას, რომელიც  ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, შეუძლია კონკრეტული ვიზუალური გამოსახულებით სიყალბე შექმნას. ყალბი ვიდეო შესაძლოა  ისეთი შინაარსის  შემცველი იყოს, რომ  საზოგადოების ცნობიერებაზე გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. დიფ ფეიკი სამყაროს ახალი გამოწვევაა, რომლის ერთადერთი მიზანი პირის დისკრიმინაციაა.

 

შანტაჟი, ზეწოლა, ანგარიშსწორება და დისკრედიტაცია-დიფ-ფეიკი, ფეიკ ნიუსების ისტორიაში ახალი იარაღია, რომელთან ბრძოლაც დიდ დროსთან და რესურსთანაა დაკავშირებული, ხშირად კი შეუძლებელიც.  კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები საუბრობენ, რამდენად სახიფათო ხილულ მტერთან აქვს საქმე თანამედრივე სამყაროს და განმარტავენ, რომ  გაყალბებული ვიდეოს მთავრი მოტივი პირადი ინტერესი და ანტიპიარია.

 

დეზინინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ამ ფორმის პოპულარიზაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე საზოგადოების უმეტეს ნაწილს დიფ-ფეიკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

დიფ ფეიკის მთავარი პრობლემა, იმაშია რომ მისი გავრცელება ნებისმიერი ადამიანისთვის უმარტივესია, იდენტიფიცირება  კი ფაქტიურად შეუძლებელი. სამყაროს ახალი გამოწვევა მომავალში საფრთხის შემცველია საქართველოსთვისაც, რადგან  აგრესიულად განწყობილი ადამიანების, გარკვეული დაჯგუფებებისა და სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფებისთვის შესაძლოა დიფ ფეიკი ახალ, მთავარ იარაღად იქცეს.

დღის გადაცემები