27.04.2024 | 01:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა  სალხინოს მამათა მონასტერში განვითარებული მოვლენები  სპეციალურ ბრიფინგზე  შეაფასა [ვიდეო]

მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა  სალხინოს მამათა მონასტერში განვითარებული მოვლენები  სპეციალურ ბრიფინგზე  შეაფასა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, პეტრე ცაავას დაჯგუფების წევრებმა პროვოკაციული ქმედებები  მაშინვე დაიწყეს, როდესაც მისი ავტომობილი  სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დაინახეს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამ დროს საპატრიარქოს  დაქვემდებარებაში არსებულ  სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომის ჩასატარებლად მივიდა.  სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებით, დანიელ გვილავას და ათინოგენე მდივანს პროვოკაცია დაგეგმილი წინასწარ ჰქონდათ  და მას სკოლის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლედნენ რისი  თითმხილველიც  არაერთი მასწავლებელი გახდა. მეუფე სტეფანე  პეტრე ცაავას დაჯგუფების  წევრების  ფინანსურ ინტერესებაზეც საუბრობს. მისი განცხადებით ჭყონდიდის ეპარქიაში საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ ქონებას ამჟამად  აუდიტის სამსახური  სწავლობს და თანხებთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს. მეუფეს თქმით  კორუფციული გარიგებების და საკუთარი არასწორი ქმედებების დასაფარად სტატუსშეჩერებული  სასულიერო პირები  პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ.

დღის გადაცემები