27.04.2024 | 01:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს [ვიდეო]

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის  პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ.  საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ, ეროვნული გმირის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. გიორგი კვინიტაძის ნეშტი აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 26 მაისამდე გაგრძელდება.  გენერალს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

დღის გადაცემები