27.04.2024 | 04:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
27 წლის ექთანს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაციური შოკი განუვითარდა [ვიდეო]

27 წლის ექთანი, რომელსაც ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაციური შოკი განუვითარდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილსში გადმოიყანა. ის პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები ახლა სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, კომის გამომწვევი მიზეზების დადგენასაც ცდილობენ.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ანაფილაქსიური შოკი ყველა ტიპის ვაქცინის, მათ შორის, კოვოდსაწინააღმდეგო პრეპარატის ყველაზე რთული გვერდითი მოვლენაა. მისივე თქმით, დღმდე აცრილ 3365 პირიდან, საყურადღებო უკუჩვენება მხოლოდ 4 შემტხვევაში დაფიქდსირდა, რაც შეეხება ახალხციხეში მომხდარ შემთხვევას, გამყრელიძე განმარტავს, რომ ექთნის სამედიცინო ისტორიაში ალერგიული რეაქციები არ ფიქსირდებოდა.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგლის ინფორმაციით, საკითხზე მოკვლევა რეგულრების სააგენტომ უკვე დაიწყო. თამარ გაბუნიას განმარტებით, როგორ გაგრძელდება ვაქცინააციის პროცესი ეს ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანზაციასთან ერთად,  24 საათში გაადწყდება.

 

ახალციხეში, იმედის „კლინიკაში“ 27 წლის ექთანმა ასტრაზენეკას ვაქცინა დღეს, 12 საათზე გაიკეთა. ვაქცინაციის პროცესი პირდაპი ეთერში გადაიცემოდა. ექთანმა კორონას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა. გვერდითი მოვლენები 30 წუთის შემდეგ გამოვლინდა და ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა.

დღის გადაცემები