27.04.2024 | 03:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს [ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს.

ივერი მელაშვილი თვლის, რომ ის და  ილიჩოვა უდანაშაულონი არიან. 

„განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს, სხვა არ არსებობს. არ არის არავითარი ბრალეულობა ჩვენი. მე ვიცი, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის და სიმართლე იზეიმებს ადრე თუ გვიან- განაცხადა მელაშვილმა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

დღის გადაცემები