27.04.2024 | 04:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ადგილობრივი არჩევნების ჩატარების წესი [ვიდეო]

1 ოქტომრბის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ის მეთოდები, რომლითაც ხელისუფლება საზოგადოების არჩევანს ცვლის და პოლიტიკურ პროცესებს მისთვის სასურველი სცენარით ალაგებს. არსებულმა რეალობამ, თავისთავად განაპირობა მსჯელობა არჩევნების ისეთ მოდელზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გაყალბების შესაძლებლობას. "პატრიოტთა ალიანსი" ჯერ კიდევ გასულ პერიოდში მიანიშნებდა ელექტრობული არჩევნების აუცილებლობაზე. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობა კანონმდებლობით საყოველთაო უნდა იყოს. ელექტრონულ არჩევნებზე საუბარი 31 ოქტომბრის შემდეგ მმართველ გუნდშიც დაიწყეს. "პატრიოტთა ალიანსში" "მეოცნებეთა" განცხადებები,  არჩევნების გაყალბების ირიბ აღიარებად მიიჩნიეს.

 

"პატრიოტთა ალიანსის" მთავარი მოთხოვნა, რომ ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების სისტემა დაინერგოს, გვიან, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" მაინც გააჟღერეს. უბრალოდ, მმართველ გუნდში წარმოდგენა არ აქვთ, ელექტრონული არჩევნების როგორ მოდელს შესთავაზებენ საზოგადოებას. ამ პასუხისმგებლობას კანონმდებლები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკისრებენ.

 

ის რომ საარჩენო სისტემის   ელექტრონულ მოდელზე  მხოლოდ კანონმდებლების მზაობა ვერ გადაგვიყვანს ადასტურებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოს სპიკერმა  დეტალურად განგვიმარტა, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი,  რასაც ფართო განხილვები სჭირდება. ნათია იოსელიანის თქმით, იმისვის, რომ ცესკომ   მუშაობა დაიწყოს  საკანონმდებლო ცვლილებაა  საჭირო.

დღის გადაცემები