27.04.2024 | 06:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საეჭვო ტენდერები [ვიდეო]

10 კომპანია და 165 მილიონი ლარი - გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის კომპანიები გამდიდრდნენ, რომლებიც ქართულ ოცნებას აფინანსებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო ავრცელებს“. ამავე ინფორმაციის თანახმად, მილიონობით ლარი ბიზნესმენებმა გამარტივებული შესყიდვებით ისე მიიღეს, რომ კონკურსი არ ჩატარებულა. სახელმწიფო უწყება კი თავად წყვეტდა ვისთან უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი. ირკვევა, რომ 10 კომპანიიდან 6 „ქართული ოცნების“ დამფინანსებელია. ამ კომპანიებს 2016 წლიდან 2020 წლამდე პარტიის ანგარიშზე 660 ათასი ლარზე მეტი ლარი აქვთ ჩარიცხული. ასევე არიან კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულებას აფორმებდნენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, თბილისის განვითარების ფონდთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან.

დღის გადაცემები