27.04.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეწყრულ პროცესებს თბილისში გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან [ვიდეო]

მაჭავარიანის მიმდებარე ქუჩის ფერდობზე გაჩენილი მეწყრული კერების შესწავლა გერმანელმა გეოინჟინრებმა დილიდან დაიწყეს. სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და აკვირდებოდნენ იმ პროცესებს რომელიც ფერდობზე მიმდინარეობს. მეწყრული ზონები დინამიკაშია მოსული. საუბარია ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ მიწის მასაზე, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს. ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები ამ დრომდე არ შეჩერებულა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა კი მერიას სამუშაოების შეჩერებას სთხოს, რადგან შიშობენ რომ მათ შესაძლოა საფრთხე შეექმნათ.

 

გერმანელ სპეციალისტების ჩამოსვლას ქართველი სეისმოლოგები და გარემოსდამცველები ეხმაურებიან. აღნიშნავენ, რომ უცხოელ კოლეგებს კონსულტაციების გავლა მათთან მოუწევთ. ქართველი სპეციალისტები პროგნოზირებენ რომ მეწყრის ჩამოსვლის შემთხვევაში, მეზობელი კერებიც გააქტიურდება. ფერდობზე ნაპრალებს გეოლოგები არასწორი სამშენებლო პოლიტიკით, რეგულაციებითა და საინჟინრო დასვნებით ხსნიან. სპეციალისტები სეისმურად აქტიური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველგვარი სამუშაოების შეჩერებას კატეგორიულად ითხოვენ.

 

გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დღეს ადგილზე სამუშაო პროსესს მერიის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. სეისმოლოგებისაგან განცხვავებით ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძს დამაკავშრებელ გზაზე სამშენებლო სამუშაოებში საფრთხეს ვერ ხედავს კალაძის მოადგილე. ირაკლი ბენდელიანი აღნიშნავს, რომ მეწყრულ კერების პროვოცირებას მძიმე ტექნიკის მუშაობა დამატებით ვერ გაააქტიურებს.

დღის გადაცემები