27.04.2024 | 03:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
25 წლამდე პირებს ყველა სახის აზარტული თამაშები აეკრძალებათ [ვიდეო]

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტი ვრცელია. ლატარეების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 25-წლამდე პირებს ყველა სახის აზარტული თამაშები აეკრძალებათ. აკრძალვა შეეხება ყველა საჯარო სამსახურში დასაქმებულებს და სოციალურად დაუცველებს. ასევე შეიქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა. იგეგმება, რომ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება,  კანონით გათვალისწინებული ფულადი სანქციის ოდენობა კი იზრდება.

დღის გადაცემები