27.04.2024 | 01:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სტატისტიკის სამართავად, ახალ პორტალს ქმნის [ვიდეო]

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სტატისტიკის სამართავად, ახალ პორტალს https://datacov.moh.gov.ge/  ქმნის. 

პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.
https://datacov.moh.gov.ge/-ზე ასევე შესაძლებელია ნახოთ პაციენტების სტატუსი და შემთხვევები მკურნალობის ფორმის მიხედვით. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.
პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.
სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.
ერთი ასეთი პორტალი უწყებას გასულ წელს, ნახევარი მილიონი დაუჯდა.
დღის გადაცემები