27.04.2024 | 04:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
4 ივლისს, ეკლესიის დასაცავად, "პატრიოტთა ალიანსის" აქცია გაიმართება [ვიდეო]

მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით მზადება მიმდინარეობს. 4 ივლისს, დღის 3 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით ხალხი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას გააპროტესტებს.

"4 ივლისს, 3 საათზე, ჩვენი ახალგაზრდობა და ცხადია, ძველგაზრდებიც ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობის წინ. ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხება ეს შეკრება. მიზანმიმართულ ტყუილს, აღვირახსნილ ცილისწამებებს, სახალხო დამცველის ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, სრულიად გამაოგნებელ ისტერიას, რაც საჯაროდ უნდა გავაპროტესტოთ. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება და ჩვენი სიმრავლე ეკლესიის მტრებს"- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. 

დღის გადაცემები