26.04.2024 | 22:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანდრია ჯაღმაიძე - ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით [ვიდეო]

ისევ დაბალია მედიკოსთა აქტივობა იმუნიზაციის პროცესში. აზრი ორად გაიყო. კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა, სამედიცინო სფეროს ზოგიერთ წარმომადგენელში უნდობლობას იწვევს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოს მხრიდანაც. 

"ვაქცინაციასთან მიმართებით ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ."- ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დღის გადაცემები