20.04.2024 | 07:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მორიგი დიალოგი ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის [ვიდეო]

მორიგი დიალოგი სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დღეს, შუადღისას, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. გუშინ ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილი მუსლიმები სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ დაიშალნენ. ისინი საუბრისას ორივე მხარის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრებას ითხოვენ. შეხვედრას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგება, დაესწრება ადგილობრივი ხელისუფლებაც.

 

შეგახსენებთ, ვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ  მუსლიმების სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთებულიყო.

დღის გადაცემები