27.04.2024 | 06:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ბახტურიძე - იქმნება საშიშროება, რომ ხელისუფლების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციისკენ გადაიდგმევა  ნაბიჯები

„უკვე იქმნება საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციისკენ გადაიდგმევა  ნაბიჯები და საკონსტიტუციო სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილება იქნება, ყველა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაცია და ფართოდ ხელმისაწვდომობა“ - განაცხადა ობიექტივის ეთერში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.  

 

„ხელისუფლების გაუაზრებელი, არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რაც ხდება დღეს მოზარდებში. ყველა სახის ნარკოტიკულ საშულებაზე მოხდა რეგულაციების მოხსნა.  ყველაფერი დავიდა ადამიანის ცხოველურ ინსტიქტებამდე, რომ თუ მას უნდა, ნებისმიერ სივრცეში შეუძლია ნარკოტიკის გამოყენება. უკვე იქმნება საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციისკენ გადაიდგმევა  ნაბიჯები და საკონსტიტუციო სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილება იქნება, ყველა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაცია და ფართოდ ხელმისაწვდომობა. ჩემი გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილება და რეგულაციების მოხსნა დანაშაულებრივი ქმედება იყო  და ასევე დანაშაულებრივია მედიის არასწორი და უპასუხისმგებლო ჩართულობა ამ პროცესებში, რამაც ახალგაზრდებში თემის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. ამ საკითხზე საზოგადოებაც დამუნჯდა და დაყრუვდა.  ამიტომ,  აუცილებელია საზოგადოებამ აღიმაღლოს ხმა პრობლემაზე. სამართლებრივი მექანიზმი არსებობს და ჯერ კიდევ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები,“- აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ გადაცემაში „სტუდია #8“.

დღის გადაცემები