27.04.2024 | 02:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სოფელ გუმათში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები დამატებითი კარვების გაშლას გეგმავენ [ვიდეო]

პროტესტის 182-ე დღე. სოფელ გუმათში აქციის მონაწილეები დღეს დამატებითი კარვების გაშლას გეგმავენ. ნამახვანჰესიის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აღდგომის დღესასწაულებამდე მშვიდობიანი პროტესტი ადგილზე გაგრძელდება, შემდეგ კი სხვადასხვა ქალაქებში გადაინაცვლებენ. რიონის ხეობის დამცველები და მათი მხარდამჭერები 23 მაისს თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ. ისინი მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებას და კომპანიის მიერ რიონის ხეობის დატოვებას მოითხოვენ. პროტესტის მონაწილეები ასევე ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვის გაუქმებას და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ.

დღის გადაცემები