27.04.2024 | 05:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"თბილისი პრაიდის“ მარში დღეს აღარ შედგება [ვიდეო]

„თბილისი პრაიდის“  მარში დღეს აღარ შედგება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოცხადებულია ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ.

"ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის გადაცემები